საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ერთობლივი კონფერენცია - „თანამედროვე საერთაშორისო საზღვაო სამართალი - საერთაშორისო და ეროვნულ ნორმების ურთიერთმიმართების კვლევა“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სპეციალური მოწვევით საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ნორმან მარტინეს გუტიერესი ეწვია, რომელმაც მონაწილეობა ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო.

 

კონფერენცია, რომელიც ქართული საერთაშორისო სამართლის სკოლის დამაარსებელს, აკადემიკოსის ლევან ალექსიძის ხსოვნას მიეძღვნა თსუ-ის  ორგანიზებით, საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტისა (IMO, IMLI) და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ჩართულობით გაიმართა.

 

საერთაშორისო კონფერენციაზე მეცნიერებმა და დარგის ექსპერტებმა თანამედროვე საერთაშორისო საზღვაო სამართლის ნორმებისა და ეროვნული ნორმების  ურთიერთმიმართების საკითხებზე იმსჯელეს.

 

მონაწილეებსა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით თსუ რექტორის მოადგილემ ნინო გვენეტაძემ,  თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, თამარ ზარანდიამ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა  მურთაზ დევაძემ მიმართეს.

 

კონფერენცია ორი პლენარული სესიის ფორმატში გაიმართა, რომელსაც პროფესორი ირინე ქურდაძე და პროფესორი კონსტანტინე კორკელია ხელმძღვანელობდა.

 

დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ აქ.

თარიღი: 26/09/2023